პროექტები და ღონისძიებები


1. პროექტის სახელი: “ახალი წელი”
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: მოიძიონ ინფორმაცია ახალ წელზე და მასთან დაკავშირებული ტრადიციები. შეადარონ სხვა ქვეყნის ტრადიციებს.
3.პროექტის აქტუალობა: ახალი წელი ყველასთვის არის საინტერესო და  დაკავშირებულია სიხარულთან, ბედნიერებასთან. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვებოდნენ პროექტში და სიღრმისეულად გაეცნობოდნენ უძველეს ქართულ ტრადიციებს ახალ წელზე და პარალელს გაავლებდნენ სხვადასხბა ქვეყნის ტრადიციებთან.
4.პროექტის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს მოძიებული ინფორმაციის მომზადება და გადმოცემა, ამავე დროს, ინტეგრირება სხვა საგნებთან (მატემატიკასა და ხელოვნებასთან).
5.მონაწილეთა ასაკი: 6-7  წელი.
6.ვადების ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:გაიცნეს ტრადიციები,თვითონვე შექმნეს გეომეტრიული ფიგურებისგან გრილიანდები, დაუკავშირეს ძველი ნასწავლი ახალს.
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, მარკერი, ფანქრები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
კლასი გაიყოფილია 4 ჯგუფად. ტიტოეული ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას googl-ში საქარტველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ახალი წლის ტრადიციების შესახებ გამართავენ პრეზენტაციას.
კონკურსი “ჩემი დამზადებული საახალწლო სათამაშო”.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართულ ენასთან: უვითარებს კითხვის დასმის, მოსმენის უნარ- ჩვევებს.
ხელოვნებასთან:გამოუმუშავდეთ შემოქმედებითი უნარ-ჩვევა.
მათემატიკასტან:მოსწავლემ შეძლოს ფიგურების მიმდევრობის შედგენა.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : ელისო ჯონჯუა.
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:jonjuaeliso.blogspot.com


No comments:

Post a Comment